fbpx
კრიმინალი

ბერძენი ქალი თავის 14 წლის შვილს პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდათ

გავრცელებულმა ამბავმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. რამდენიმე ხნის წინ დააკავეს 48 წლის ვოლოსელი ქალი, რომელიც საკუთარ 14 წლის გოგონას პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა, თანხას კი თავად იღებდა. ამ დროითვის არსებული ინფორმაციით, ქალს ხუთწლიანი პატიმრობა ელის.

აღსანიშნავია, რომ ქალს ჰყავდა 52 წლის მეგობარი მამაკაცი, რომელსაც ბავშვების სექსუალური შევიწროვების ორი შემთხვევა ედება ბრალად.

დედა არასრულწლოვან შვილს აიძულებდა ინტიმური კავშირი დაემყარებინა ხანდაზმულ მამაკაცებთან, ისინი კი მოგვიანებით ამისთვის ფულს უხდიდნენ.

როგორც ქალი აცხადებს, მისი ქმედებების მიზეზი ფინანსური სიდუხჭირე იყო.

გოგონამ საშუალო განათლების მიღებაც კი ვერ შეძლო, მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

 

onalem

ტესტ