fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში ქალებს ბოლო 15 დღე აწამებდნენ და ძარცვავდნენ – როგორ მიაგნო პოლიციამ სასტიკ დამნაშავეებს

ორი ბულგარელი მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ათენში დააკავა, განსაკუთრებული სისასტიკით არიან ცნობილი. როგორც ოფიცრები ამბობენ, მათ მიერ გამოვლენილი ქცევა სცდება ყოველგვარ საზღვარს, რადგან ქალებს, რომლებსაც ისინი ძარცვავდნენ, სხეულზე და თავზე საშინელი დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც ირკვევა, ბულგარეთის მოქალაქეებს პოლიციამ ვაიბერის მეშვეობით მიაგნო. როდესაც მათ პირველ ქალზე თავდასხმა განახორციელეს, თითის ანაბეჭდების საშუალებით ერთ-ერთის ვინაობა დადგინდა, შემდეგ კი ვაიბერზე დაყენებული სურათიდან მოხდა მისი იდენტიფიცირება.

პოლიცია თამამად აცხადებს, რომ ისინი პოტენციური სერიული მკვლელები არიან. ბოლო 15 დღის მანძილზე ქალებს შეხვედრაზე იბარებდნენ, შემდეგ ართმევდნენ საფულეებს, ბარათებს, მობილურებს, ხსნიდნენ თანხებს ბანკომატებიდან. პარალელურად კი აუპატიურებდნენ და სასტიკად სცემდნენ მსხვერპლს, ამყოფებდნენ მძევლობაში და მათი ოჯახებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, ერთის გათავისუფლების სანაცვლოდ 1.000 ევროს.

ერთ-ერთ ქალს, რომელზეც მათ იძალადეს, თავის ქალაზე მოტეხილობა აღენიშნება.

კრიმინალებს გაუპატიურების, ძარცვის, გატაცების, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და თანხის გამოძალვის ბრალდებები აქვთ და უმძიმესი სასჯელი ელით.

onalem

ტესტ