fbpx
კრიმინალი

ფოლეგანდროს: პოლიციამ გარდაცვლილი გარიფალიას შეყვარებულს იმავე ტერიტორიაზე, კლდეებთან მიაგნო

უახლესი ინფორმაციით, კუნძულ ფოლეგანდროზე გარდაცვლილი გოგონას, გარიფალიას შეყვარებულს პოლიციამ უკვე მიაგნო. 30 წლის მამაკაცს ბოლო 24 საათის მანძილზე ეძებდნენ, ამ დროისთვის კი, უკვე დაკავებულია.

ირკვევა, რომ ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამოიცნო იმავე ტერიტორიაზე, კლდეებთან, სადაც ჯერ გარიფალიას მანქანა, ხოლო ცოტა უფრო ქვემოთ, სანაპიროზე, მისი ცხედარი იპოვეს.

გოგონა 30 წლის მამაკაცთან ერთად იყო ჩასული კუნძულზე დასასვენებლად და კარავში ცხოვრობდნენ, მანქანა კი, რომელსაც აწ უკვე გარდაცვლილი მართავდა, არ იყო ნაქირავები.

ამ ეტაპზე გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად და რა კავშირი აქვს მის შეყვარებულს მომხდართან, რადგან გარიფალია აშკარად კრიმინალური დანაშაულის შედეგად არის დაღუპული.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა ადგილზე პოლიცია მივიდა, 30 წლის მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად, მისი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა და დაკავება მოხერხდა.

onalem

ტესტ