fbpx
საბერძნეთი

მიკონოზე მოსახლეობის 85% ვაქცინირებულია და მაინც შეზღუდვები დაწესდა – რატომ?!

ის სურათი, რაც მიკონოს ტურისტული სეზონის გააქტიურებამდე ჰქონდა, ნამდვილად არ წინასწარმეტყველებდა იმ ყველაფერს, რაც კუნძულზე ახლა ხდება. პროგნოზები არა მხოლოდ პოზიტიური იყო, არამედ “ქარების კუნძული” იმ ტერიტორიების სათავეში მოხვდა, სადაც მოსახლეობის 85% იყო აცრილი.

ისმის კითხვა, რატომ დაწესდა შეზღუდვები კუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრილია კორონავირუსზე?!

ფაქტი ის არის, რომ ვაქცინაცია არ აღმოჩნდა საკმარისი. მიკონოზე ბოლო 7 დღის მანძილზე ინფიცირების შემთხვევები 41,43%-ით გაიზარდა, რაც განგაშის ზარი აღმოჩნდა მთავრობისთვის.

მიზეზი, რის გამოც კუნძული ამ დონემდე მივიდა, არის ბოლო პერიოდში გამართული 12 კორონა-წვეულება, რომელიც სრულიად უკონტროლო იყო, უსაფრთხოების ყველა ზომის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები კი ვაქცინირებულნი არიან, მაგრამ არ არსებობს ზუსტი სურათი, კუნძულზე მყოფი რამდენი ტურისტია აცრილი, სწორედ ამიტომ არის, რომ ინფიცირებულ ტურისტებს საკარანტინო სასტუმროები ვეღარ იტევს.

მიკონო ცნობილია ღამის ცხოვრების თავისი სტილით, რაც ნიშნავს, რომ ის საკმაოდ მოწყვლადია ვირუსის გავრცელების მხრივ, მითუმეტეს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ადამიანების უმეტესობა, რომელიც იქ იმყოფებოდა ან იმყოფება არ გამოირჩევა სიფრთხილით, რასაც დღევანდელი შედეგები მოჰყვა.

onalem

ტესტ