fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი აღიარება: 26 წლის გარიფალია საკუთარმა შეყვარებულმა მოკლა

კუნძულ ფოლეგანდროზე 26 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე გახსნილია – მისმა 30 წლის შეყვარებულმა გარიფალიას მკვლელობა აღიარა. პოლიციამ მას გუშინ მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სწორედ მკვლელობის ადგილას ამოიცნო და მაშინვე მათ დაუკავშირდა.

არსებული ინფორმაციით, წყვილი ბოლო დღეების მანძილზე მუდმივად ჩხუბობდა, იმ საბედისწერო დღესაც იჩხუბეს და 30 წლის მამაკაცმა მანქანა კლდოვან ფერდობზე მიიყვანა. ჩანს, რომ გოგონა მანქანიდან გადმოვიდა, შეყვარებული კი უკან გაჰყვა და კლდიდან ზღვაში გადააგდო.

დაკავებული ამტკიცებს, რომ როცა გააცნობიერა, რა გააკეთა, წყალში თავადაც ჩაყვინთა და მისი დახმარება სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ გარიფალია უგონო მდგომარეობაში იყო, პანიკაში ჩავარდა და გაიქცა. მისი პირველი სიტყვები პოლიციის მისვლისას იყო: “რა გავაკეთე?! უბრალოდ, ცუდი მომენტი იყო”.

კონკრეტულად რა მოხდა, ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის. 30 წლის მამაკაცს დღეს ნაქსოს პროკურატურაში გადაიყვანენ.

onalem

ტესტ