fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 65 წლის ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

21 დეკემბერს ატიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში 65 წლის ექიმი დააკავეს. პოლიციაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ საჩივარი 35 წლის პაციენტისგან შევიდა, რომლისგანაც ექიმი ოპერაციისთვის 400 ევროს ითხოვდა.

ოთხშაბათს შუადღეს 35 წლის ქალი ექიმთან წინასწარ დანიშნულ შეხვედრაზე მივიდა და მოთხოვნილი თანხა მიუტანა. ექიმი შედარებით დაგვიანებით გამოცხადდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მიტანილი თანხა უყოყმანოდ აიღო.

საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად ჩაერივნენ და ექიმი დააპატიმრეს.

მის კაბინეტში აღმოაჩინეს სხვა კონვერტებიც, რომლებში მოთავსებული თანხის ოდენობა საერთო ჯამში 1, 750 ევროს შეადგენს.

onalem

ტესტ