fbpx
საზოგადოება

ათენი: ბერძენმა ქალმა 04:30 საათზე სასწრაფო გამოიძახა, რადგან ფრჩხილი სტკიოდა

ათენში სასწრაფო დახმარების გამოძახებისას პრობლემებს ხშირად ვაწყდებით, რადგან ძალიან იშვიათად არის თავისუფალი მანქანები. მითუმეტეს, რომ მიმდინარე პერიოდში ვირუსები განსაკუთრებით მომრავლდა და ისინი ცდილობენ მოემსახურონ ბავშვებსა და მოხუცებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგანან.

გუშინ გამთენიისას მომხდარი შემთხვევა კი ნამდვილად დაუჯერებელია. ბერძენმა ქალმა სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა და უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მისულიყვნენ, რადგან ფრჩხილი სტკიოდა.

როგორც სოციალურ ქსელში იწერება, აღნიშნული მიზეზებით EKAB-ის გამოძახება ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან შეიძლება ამ დროს სხვა ადამიანს ექიმების დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდებოდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ერთადერთი უცნაური შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ 28 წლის გოგონამ სასწრაფო დახმარება ბრონქიტის გამო გამოიძახა, როდესაც შეეძლო, რომ საავადმყოფოში საკუთარი მანქანით მისულიყო. ფაქტი იყო, რომ მას არც სიარულის პრობლემა ჰქონდა და არც მაღალი ტემპერატურა.

 

onalem

ტესტ