fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის “ნიჭიერის” მონაწილე, 22 წლის ალექსი, გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. საბერძნეთის “ნიჭიერის” მონაწილე, მოცეკვავე და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

22 წლის ალექსი კარპენისიდან იყო და ლარისას ერთ-ერთ კომრციულ ცენტრში მუშაობდა. ცეკვა მისი დიდი გატაცება იყო და პროექტში ეს, მეწყვილესთან ერთად, დაამტკიცა კიდეც.

მისი ერთ-ერთი მეგობარი წუხდა, რადგან ის დღეს სამსახურში არ მივიდა. სწორედ ამიტომ შეატყობინა პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას, თუმცა, ადგილზე მისვლისას უკვე გვიან იყო.

ვარაუდობენ, რომ 22 წლის ბიჭი პათოლოგიური მიზეზების გამო, ძილში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზების შესახებ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

იხილეთ მისი გამოსვლა:

onalem

ტესტ