fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის ორი ოფიცერი ნარკოტიკებით ვაჭრობის დიდ სქემაში

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული, ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული მიკროსქემების დემონტაჟი.

პოლიციის მიერ ხორციელდება სპეციალური ოპერაციები, თუმცა, მათ, გარდა თავად ნარკოდილერებისა, აღმოაჩინეს, რომ სქემებში ჩართული პირები მათი თანამშრომლებიც არიან.

ამ დროისთვის საბერძნეთის პოლიციის ორი ოფიცერი შემჩნეულია ნარკოტიკებით ვაჭრობით დაკავებული დიდი დაჯგუფების წევრობაში.

ამავე წყაროს ცნობით, უკვე ამოღებულია დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები.

პოლიცია მუშაობს ბანდის თითოეული წევრის იდენტიფიცირებისა და დროული დაპატიმრებისთვის.

onalem

ტესტ