fbpx
კრიმინალი

35 წლის დაკავებული პროკურატურაში – რა იპოვა პოლიციამ მის სახლში?!

მის წინააღმდეგ მტკიცებულებები უკვე იმდენია, რომ სასჯელს 35 წლის ქალი ვერსად გაექცევა. დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს და ვრცელდება კადრები, თუ როგორ სწრაფად შეჰყავთ ის შენობაში.

ქალი ცდილობს სახე დაიფაროს და კამერებს მაქსიმალურად მოერიდოს.

ის, რაც პოლიციამ მის სახლში იპოვა, მის ბრალეულობას ამტკიცებს. ოფიცრებმა ჩხრეკისას იპოვეს ჩანთა, რომელიც მას 2020 წლის 20 მაისის დილას იოანა პაპასპირუზე მჟავით თავდასხმისას ეკავა, ასევე პარიკი და სატელეფონო ბარათი.

ირკვევა, რომ მას არ გაუკეთებია არანაირი ოფიციალური კომენტარი და არ მიუცია ჩვენება. როგორც პოლივია ამბობს, ის “დაკარგულივით” გამოიყურება და მასთან დალაპარაკება ვერ ხერხდება.

 

onalem

ტესტ