fbpx
საზოგადოება

იოანამ კიდევ ერთი შოკი მიიღო, როცა გაიგო, თუ ვინ შეასხა მჟავა: “მესიჯი ორი წლის წინ მაქვს მიწერილი”

წარმოუდგენლად აბსურდულია მიზეზი, რომლის გამოც 34 წლის იოანა პაპასპირუს ცხოვრება სამუდამოდ დაუმახინჯდა. ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ როცა იოანას უთხრეს, თუ ვინ დაესხა თავს მწველი ნივთეირებით, კიდევ ერთი ძლიერი შოკი მიიღო. ცხადია, მოულოდნელობისგან.

“როცა ვუთხარით, რამდენიმე წუთით გაშეშდა, ვიდრე რაიმეს იტყოდა. შემდეგ თქვა,რომ იცნობს მას, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ამ ქალზე ეჭვს ვერ მიიტანდა. თქვა, რომ ის უბრალოდ მისი ნაცნობია და ათენში სოციალურ ღონისძიებებზე რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი. ხოლო რაც შეეხება მესამე პირს, მას არც კი იცნობს. (იგულისხმება მამაკაცი) ამიტომ არის, რომ იოანამ ამ ქალის შესახებ არაფერი ახსენა არც ადვოკატთან და არც პოლიციასთან,” განაცხადა ლიტრასმა.

ირკვევა, რომ იოანამ ამ ქალისგან ფესბუქზე მესიჯი ორი წლის წინ მიიღო. მხოლოდ, იქ არაფერი იყო მუქარისშემცველი, ეს იყო უბრალო მესიჯი.

“მესიჯი, რომელიც იოანამ ამ ქალისგან მიიღო, იმდენად ირელევანტურია, რომ გამოძიება ვერ დაეყრდნობოდა. და ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ეს მესიჯი გამოგზავნილია 2 წლის წინ.

დიალოგი ასეთი იყო, რომ ქალი სწერდა, იცნობდა თუ არა კონკრეტულ მამაკაცს, ხოლო იოანამ უპასუხა, რომ არ იცნობდა, უბრალოდ მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა (მამაკაცმა იოანას). სულ ეს არის,” ამბობს ადვოკატი.

onalem

ტესტ