fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“კლდე, ფაქტობრივად, მზადაა ჩამოსაშლელად” – რომელ სანაპიროზე ბანაობა აკრძალეს მიწისძვრის შემდეგ?!

ბერძნული მედია კონკრეტული სანაპიროს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე არსებული კლდე ჩამოშლის პირასაა და მოსახლეობისთვის იქ ბანაობა სასტიკად აიკრძალა.

კერძოდ, საუბარია პორტო რაფტში, პანორამას სანაპიროზე, ავლაკისთან ახლოს, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის. პორტის ხელმძღვანელობამ იქაურობა დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ მიწისძვრის შემდეგ, პანორამას პლაჟის კლდეები, ფაქტობრივად, მზადაა ჩამოსაშლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე იქაურობა გადაკეტეს და მოსახლეობას ბანაობა აეკრძალა.

დაგეგმილია გარკვეული სამუშაოები და როგორც ცნობილია, მინიმუმ 10 დღის მანძილზე იქ გადაადგილება რეკომენდებული არ არის.

onalem

ტესტ