fbpx
საზოგადოება

რამდენად მოსალოდნელია ახალი მიწისძვრა ათენში?! – სეისმოლოგები ვერ თანხმდებიან

საბერძნეთში პარასკევს, 14:13 საათზე დაფიქსირებული მიწისძვრა ჯერ კიდევ განხილვის თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ სეისმოლოგები ვერ თანხმდებიან, იყო ეს მთავარი მიწისძვრა, ანუ ყველაზე ძლიერი, თუ კიდევ არის მოსალოდნელი უფრო ძლიერი ბიძგი.

5.3 ბალიანმა მიწისძვრამ ათენი პანიკაში ჩააგდო. როგორც უკვე ვიცით, ეპიცენტრი მაგულაში იყო და ძირითადი ზარალი სწორედ იქ ფიქსირდება, თუმცა, ათენში რამდენიმე ძველი შენობა და სანაპიროს კლდეები ჩამოგრევის პირასაა და საფრთხის შემცველ ზონებად სახელდება.

საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი, თუმცა, მოსახლეობას 1999 წელი გაახსენდა, როდესაც 6 ბალიანმა მიწისძვრამ 145 ადამიანი შეიწირა.

ცნობილი ბერძენი სეისმოლოგი, აკის ცელენტისი ამბობს, რომ ის ათენის მოსახლეობის რეაქციით გაოგნებულია:

“ძალიან გამაოგნა, რომ 2019 წელს, ისეთი თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებლებმა, როგორიც ათენია, მსგავსი რეაქცია აჩვენეს. რას ვიზამდით მაშინ, თუ ეს 6 ბალი იქნებოდა?! ზღვაში გადავხტებოდით, რომ გადავრჩენილიყავით?”

ცელენტისი მიიჩნევს, რომ ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა არ იყო, რომ პანიკის საფუძველი გამხდარიყო.

მეორეს მხრივ, საკითხზე, რომელიც ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს, სეისმოლოგი გერასიმოს ხულიარასი აცხადებს:

“გეოდინამიკურმა ინსტიტუტმა 26 მიწისძვრა დააფიქსირა. ზოგი ვიგრძენით, ზოგი კი ვერა. ყველაფერი მარტივად და თან რთულად არის… ორი სცენარი გვაქვს, ან არაფერი იქნება, ან ბევრად ძლიერი მიწისძვრა გველის. ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ და მხოლოდ დრო და მოვლენების თანმიმდევრობა გვიჩვენებს. ადამიანმა არ უნდა იჩქაროს.”

onalem

ტესტ