fbpx
კრიმინალი

ბერძენ მამაკაცს ჩემოდანში არალეგალი ემიგრანტი აღმოუჩინეს

არც თუ ისე უჩვეულო ინციდენტი კუნძულ ხიოსის პორტში მოხდა. 22 წლის ბერძენი მამაკაცი კუნძულის დატოვებას ცდილობდა, თუმცა, მისი ჩემოდანი საეჭვოდ მძიმედ გამოიყურებოდა იმის ფონზე, რომ ამტკიცებდა, შიგ მხოლოდ პირადი ნივთები ეწყო.

კონტროლის გავლის შემდეგ პორტის დაცვის პოლიციამ ჩემოდანში ირანელი ემიგრანტი აღმოაჩინა, რომელიც მაქსიმალურად იყო მოკეცილი, რათა შიგ ჩატეულიყო.

ჩანს, რომ მან 22 წლის სიროსელ ბერძენს მან ფული გადაუხადა, რათა კუნძულ ხიოსის დატოვებაში ამ გზით დახმარებოდა, თუმცა, მათი მცდელობა კრახით დასრულდა.

ბერძენიც და ირანელიც ხიოსის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ