fbpx
კრიმინალი

ათენში ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სთან სავარაუდო კავშირში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

საბერძნეთისა და ბელგიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ათენში კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრეს, რომლის სამი წევრიც უკვე დაკავებულია.

საუბარია ერაყის სამ მოქალაქეზე, მამაკაცებზე, რომელთა ასაკიც არის 32, 44 და 51 წელი. ირკვევა, რომ გაცემული იყო მათი დაკავების საერთაშორისო ორდერი, საბუთების გაყალბებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით.

საბერძნეთში ჩამოვიდნენ ბელგიელი ოფიცრები, რომლებიც კონკრეტულად ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურებიან, ვინაიდან არსებობს ინფორმაცია, რომ სამ დაკავებულს კავშირი აქვს ტერიტორისტულ ორგანიზაციასთან, ISIS.

როგორც ჩანს, კრიმინალური ორგანიზაცია ბელგიაში დაფუძნდა, თუმცა, დამნაშავეთა დაკავება საბერძნეთში მოხდა მას შემდეგ, რაც ბელგიელებმა ბერძნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქმის შესახებ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადასტურდეს ერაყელების კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან.

onalem

ტესტ