fbpx
კრიმინალი

სისხლიანი აღდგომა: საგზაო შემთხვევების დეპარტამენტის განცხადება

მიუხედავად ახალი და თანამედროვე გზატკეცილებისა, საგზაო შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი საბერძნეთში მაინც მაღალი რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო პოლიციის შტაბმა, 2016 წელთან შედარებით, წელს მცირე რაოდენობის ავარიები დააფიქსირა.

საგზაო შემთხვევების 75%-80% ურბანულ ცენტრებსა და გარეუბნებში ხდება.

სააღდგომო პერიოდში, 10 დღის განმავლობაში, 7 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით, 333 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 26 ადამიანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდა, 17 სერიოზულად დაშავდა, ხოლო 290-მა მცირე დაზიანებები მიიღო.

აღდგომის დღეების განმავლობაში 443 ადამიანი მოჰყვა ავარიაში, რომელთაგან 26 გარდაიცვალა, 18 სერიოზულად დაშავდა, ხოლო 399 მსუბუქად.

2016 წელს დარეგისტრირებულია 461 ავარია, სადაც გარდაიცვალა 31 ადამიანი, 40-მა მიიღო სერიოზული დაზიანებები, ხოლო 390 მსუბუქად დაშავდა.

ავარიის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: სიჩქარის გადაჭარბება, შლემის, ღვედი გარეშე მოძრაობა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, წითელი შუქნიშნის გადაკვეთა, გადასწრება აკრძალულ ადგილას, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით, ძველი საბურავები, ბავშვის სკამის გამოუყენებლობა.

onalem

ტესტ