fbpx
საზოგადოება

მიცოტაკის ახალი კანონი: რა იცვლება მოწევის წესებთან დაკავშირებით?!

კირიაკოს მიცოტაკის მთავრობა მოწევის წინააღმდეგ ახალი კანონის სასწრაფოდ ამოქმედებაზე მუშაობს. რას მოიაზრებს ახალი კანონი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა სასტიკად აიკრძალება, როგორც ხდება ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

აღნიშნულის კონტროლი განხორციელდება აქტიურად. იმუშავებს ცხელი ხაზები, სადაც მოსახლეობას კანონდარღვევის შესახებ ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს.

საბერძნეთის ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ვასილის კიკილიასი ყველანაირი ზომებით ცდილობს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას.

მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეებში, სადაც საზოგადოება იყრის თავს, დამრღვევი პირები კი კანონით დაისჯებიან.

 

onalem

ტესტ