fbpx
კრიმინალი

სარდაფის ერთ ოთახში გამოკეტილი 19 ემიგრანტი – რა აღმოაჩინა თესალონიკის პოლიციამ

თესალონიკში მსგავსი შემთხვევების რიცხვი საკმაოდ მომრავლდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი შენობის სარდაფში 19 არალეგალი ემიგრანტი იპოვეს, რომელიც იქ დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ დამწყვდეული.

როგორც ცნობილია, პოლიციამ დააკავა 26 წლის პაკისტანელი და მისი რამდენიმე თანამზრახველი, ასევე პაკისტანის მოქალაქეები, რომლებიც უსაბუთო ემიგრანტების გათავისუფლების სანაცვლოდ მათი ოჯახებისგან დიდი რაოდენობით თანხას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, მათ თანხა ჰქონდათ აღებული იმაშიც, რომ ემიგრანტები საბერძნეთში ჩამოეყვანათ და მათ დასაქმებასაც კი დაჰპირდნენ.

ოფიცრები იუწყებიან, რომ გამომწყვდეული პირები ბანგლადეშის და პაკისტანის მოქალაქეები არიან და ისინი მანამდე გაათავისუფლეს სარდაფის ოთახიდან, ვიდრე მათი ოჯახები თანხას გადმორიცხავდნენ.

მათ ფაქტობრივ გატაცებასა და გამოკეტვაში ბრალდებულები თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ