fbpx
საზოგადოება

19 წლის ბერძენი გოგოს გაუჩინარების 11-ე დღე – მშობლები საავადმყოფოების კარდაკარ ეძებენ

19 წლის არტემის იდუმალებით მოცული გაუჩინარებიდან უკვე 11 დღე გავიდა. მშობლები, ნათესავები და მეგობრები შოკურ მდგომარეობაში არიან. ამ დრომდე არ ჩანს გოგონას კვალიც კი.

როგორც უკვე ცნობილია, ის 16 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და მშობლებს უთხრა, რომ Jumbo-ს ერთ-ერთ ფილიალში, სამსახურთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე მიდიოდა. გოგონა არასოდეს მისულა ამ მაღაზიაში და არც ავტობუსით უსარგებლია, რომელსაც იქ უნდა მიეყვანა.

Silver Alert-ის მოხალისეები არტემის ატიკის საავადმყოფოებში ეძებენ, რადგან ოჯახი ფიქრობს, რომ გოგონას შეიძლება რაიმე შეემთხვა, საავადმყოფოში მოხვდა და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან გასვლისას პირადობის მოწმობა თან არ წაუღია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არტემის ცხოვრებაში ბოლო და ემოციური მოვლენა იყო 24 წლის მამაკაცთან დაშორება, რამაც მორცხვი და მორიდებული გოგონა კიდევ უფრო ჩაკეტა საკუთარ თავში და ბლო დღეებში დეპრესია აშკარად ეტყობოდა.

onalem

ტესტ