fbpx
საზოგადოება

150 ევროიანი ჯარიმა ქალს ათენში: “ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვატარო პირბადე, როცა ქუჩაში მარტო მივდივარ”

როგორც უკვე ცნობილია, პოლიცია აქტიურ რეჟიმში აკონტროლებს მოსახლეობის მიერ პირბადის ტარების ტენდენციას. ირკვევა, რომ კალითეაში დააჯარიმეს ქალბატონი, რომელსაც არ ეკეთა პირბადე და ჟურნალისტებმა მასთან გასაუბრებაც კი მოასწრეს.

“ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ვატარო პირბადე ღია სივრცეში. ის თან მაქვს და მიკეთია, როდესაც ვიმყოფები სამსახურში, რათა პატივი ვცე სხვებს, მაგრამ როდესაც ქუჩაში მარტო გადავაადგილდები, ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვატარო.

ტელევიზორს არ ვუყურებ, რადგან მუდმივად ვმუშაობ და საიდან უნდა ვიცოდე ახალი ზომების შესახებ,” თქვა მან პოლიციასა და ტელევიზიასთან.

onalem

ტესტ