fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ხვალინდელ დღემდე თქვენ საშობაო საჩუქარი უნდა მიიღოთ!

21 დეკემბრამდე საბერძნეთში დასაქმებულმა პირებმა საშობაო საჩუქარი ნაღდი ფულის სახით უნდა მიიღონ.

ამ ელექტრონული აპლიკაციის საშუალებით, დასაქმებულებს აქვთ საშუალება თავად გამოთვალონ საშობაო საჩუქრის რაოდენობა: http://kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

საშობაო საჩუქრის ოდენობის გამოთვლა მთლიანად დამოკიდებულია IKA-ზე და მომსახურების გადასახადებზე. ის გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენია დასაქმებულის ხელფასი, იღებს მას ყოველი თვის ბოლოს თუ ყოველი კვირის ბოლოს.

საშობაო პერიოდი განისაზღვრება 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. სწორედ ამიტომ, დასაქმებულები, რომელთაც აღნიშნულ პერიოდში შეუფერხებლად იმუშავეს, იღებენ იმ რაოდენობის თანხას, რა რაოდენობისაც არის მათი ხელფასი.

ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც დამსაქმებელთან მუშაობა ამ აღნიშნულ პერიოდში შეწყვიტა, იღებენ ბონუსს, რომელიც მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობის შესაბამისია და გამოითვლება ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პერიოდში ითვლება ის დღეებიც, რომლებიც დასაქმებულმა ე.წ. საპატიო მიზეზით გააცდინა, (მაგ.: ორსულობა, საზღვარგარეთ წასვლა და .ა.შ).


onalem

ტესტ