fbpx
საზოგადოება

“კატიას ყოველ წელს ვთხოვდი ცოლად გამომყოლოდა” – საკის რუვა სპეციალური მიწვევით კვიპროსის ტელევიზიაში

საკის რუვა კვიპროსის ტელევიზიამ, RIK, ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვია, სადაც ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, კატიასთან ქორწინებაზე, შვილებსა და პოლიტიკაზეც კი. ასევე მატის მომაკვდინებელ ხანძარზე, რომელსაც მათი სახლი კინაღამ შეეწირა. გადაცემა ეთერში კვირას გავა.

“კატიას ყოველ წელს ვთავაზობდი ცოლად გამომყოლოდა და ეს საბოლოოდ, ოთხი შვილის შემდეგ გადავწყვიტეთ. ვთქვით, რომ დაქორწინების დრო იყო. ქორწინების შემდეგ ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა. თაფლობის თვე ყოველ წელს გვაქვს.

მე არ ვარ მკაცრი მამა, მაგრამ ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენ ჩვენს შვილებს ვზრდით, არ არის საჭირო იყო მკაცრი, ჩვენ მივდივართ სკოლაში, რათა გავიგოთ ნიშნები და გავესაუბროთ მასწავლებლებს. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან, რომ მათი მშობლები რაღაც განსხვავებულს აკეთებენ.”

onalem

ტესტ