fbpx
საზოგადოება

სად მოთოვს ახალი წლის ღამეს?! ამინდის საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში

სინოპტიკოსთა განცხადებით, საბერძნეთში ამინდი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა ღამეს შეიცვლება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და თოვლი ზოგიერთ რეგიონში.

ვარაუდობენ, რომ თოვა მოსალოდნელია არა მხოლოდ მთიან რაიონებში, არამედ დაბლობზეც. ეგეოსის ზღვაზე იქროლებს ძლიერი ქარი.

კერძოდ, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი იონიის ზღვასა და პელოპონისოში, აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში. ასევე, კიკლადესსა და კრეტაზე.

31 დეკემბრის ღამეს იწვიმებს აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანესზე.

ახალი წლის ღამე განსაკუთრებით ლამაზი იქნება მათთვის, ვინც მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში ცხოვრობს. კერძოდ, ორშაბათს ითოვებს ცენტრალურ მაკედონიაში, ეპირუსში, თესალიაში და სტერეას ჩრდილოეთ ნაწილში, 300-500 მეტრის სიმაღლეზეც კი.

ღამის განმავლობაში ითოვებს ცენტრალურ საბერძნეთში და პელოპონისოში და ატიკის თითქმის ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე.

 

onalem

ტესტ