fbpx
საზოგადოება

კონსტანტინა სპიროპულუ და ვასილი სტათოკოსტოპულო დაქორწინდნენ – ცერემონიას მხოლოდ 10 ადამიანი დაესწრო

რამდენიმე ხნით ადრე, ვიდრე მშობლები გახდებიან, კონსტანტინა სპიროპულუ და ვასილის სტათოკოსტოპულო დაქორწინდნენ. ტელეწამყვანმა და ცნობილმა ბიზნესმენმა ცერემონია კვირას ვიწრო წრეში გამართა, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო.

წყვილმა ვულას მერიაში მოაწერა ხელი, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი საჯაროობისგან შორს შეენარჩუნებინათ და ეს ყველაფერი ვიწრო ოჯახურ გარემოში შემდგარიყო. ქორწილს მხოლოდ და მხოლოდ 10 სტუმარი დაესწრო.

გავრცელდა მხოლოდ 1 კადრი, რომელშიც ჩანს, რომ კონსტანტინას სელია კრითარიოტის საქორწინო კაბა აცვია, წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურება.

“ეს იყო განსაკუთრებული მომენტი ორივესთვის. მათ იზრუნეს, რომ ქორწილი საიდუმლოდ დარჩენილიყო, ეს იყო მათი პირადი მომენტი. ორივე ბედნიერებისგან ბრწყინავდა, მთელ პროცესს 5-10 წუთი დასჭირდა, კონსტანტინას გული ძალიან აუჩუყდა. როგორც გვითხრეს, როდესაც ბავშვი გაჩნდება, ჯვრისწერის ცერემონიაც შედგება. როდესაც ვხედავთ, რომ ორი ადამიანი შეგნებულად უკავშირებს ერთმანეთს ცხოვრებას და ამით ბედნიერები არიან, შენც ნამდვილად გიხარია ეს ყველაფერი,” ამბობს ვულას მერი.

onalem

ტესტ