fbpx
საზოგადოება

ხალკიდიკი: სასტუმროს მეპატრონეს ტურისტებმა ნომერში ფარული კამერა აღმოუჩინეს

რამდენიმე დღის წინ ხალკიდიკიში, კერძოდ, კასანდრას სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში, წყვილმა აღმოაჩინა, რომ მათ ოთახში ფარული კამერა იყო დამონტაჟებული. როგორც ირკვევა, მათ კამერა დენის ჩამრთველში შენიშნეს და მეორე დღესვე განაცხადეს პოლიციაში ამის შესახებ.

ადგილზე ჩატარდა გამოძიება რის შედეგადაც დადგინდა, რომ კამერები არსებობდა სხვა ოთახებშიც, ხოლო მათ კონკრეტულ ოთახში სასტუმროს მფლობელი კიდევ 10 სხვა წყვილს უღებდა და ცხადია, აღბეჭდილი იყო მათი ინტიმური მომენტებიც.

მეპატრონემ პოლიციის განყოფილებაში აღიარა, რომ კამერები ნამდვილად თავად დაამონტაჟა და კადრებს პირადი გამოყენებისთვის იღებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კასანდრას განყოფილებაში კვლავ გრძელდება.

onalem

ტესტ