fbpx
საზოგადოება

გემიდან გაუჩინარებული 23 წლის ბერძენის იდუმალებით მოცული საქმე

გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ, მისი პირადი მობილურიდან სიგნალი დაფიქსირდა.

ტელეკომპანია Star-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 23 წლის გაუჩინარებული ტაკის კოლიადელის მეგობარი ამბობს, რომ მისი ტელეფონი შაბათს რამდენიმე საათით ჩაირთო, ხოლო შემდეგ ისევ გაითიშა.

“მას დედაჩემი ურეკავდა, დილის 08:30 საათიდან 09:00 საათამდე, ზარი სამჯერ გავიდა, მაგრამ შემდეგ ისევ გაითიშა. არის შანსი, რომ ის ცოცხალია, მაგრამ თავად იმალება. სადღაც წავიდა, რადგან ვიღაცის ეშინია.”

მისი გარშემომყოფებიდან ყველა ამბობს, რომ ბოლო დროს ძალიან შეშინებული იყო, რის გამოც ურჩევდნენ, რომ ოჯახურ გარემოში დაბრუნებულიყო. თუმცა, ის გემ “როდოსიდან”, რომელიც ხიოსიდან პირეოსისკენ მიდიოდა, გაუჩინარდა.

უკანასკნელად მას ტელეფონით მამა და მისი მეგობარი გოგონა ესაუბრნენ.

მამა ამბობს, რომ ტაკი ფიქრობდა, რომ მას ვიღაც ჰყავდა ჩასაფრებული და სჯეროდა, რომ რაღაც ცუდს დაუშავებდნენ.

ამ დრომდე ბიჭის ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციამ ვერაფერი დაადგინა.

 

 

onalem

ტესტ