fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი ტელეწამყვანის, კონსტანტინოს აგელიდისის მდგომარეობა კრიტიკულია

როგორც უკვე ცნობილია, ბერძენი ტელეწამყვანი, კონსტანტინოს აგელიდისი შობის ღამეს სახლში დაბრუნებისას, ავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად მას ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლის გადატანა უწევს. აგელიდისი რეანიმაციულ განყოფილებაში თავის სერიოზული ტრამვებით იმყოფება და ექიმების განცხადებით მომდევნო 24 საათი განსაკუთრებით კრიტიკულია.

მისმა მეგობარმა ლამბროს კონსტადარასმა კატერინა კენურღიუს შოუში მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

“მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყოველი დღე თუ უარესი არ არის, ესეიგი ეს უკვე კარგია. ინციდენტი ძალიან მძიმე იყო და დაზიანებები სერიოზულია. მე ამის შესახებ საერთო მეგობრისგან შევიტყვე, შემთხვევიდან 2 საათში, ასკლეპიოს საავადმყოფოში მივედი, ექიმი გამოვიდა და მის ახლობლებს შეატყობინა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.”

იხილეთ გადაცემა:

onalem

ტესტ