fbpx
საზოგადოება

დღეიდან ათენში მოსახლეობისთვის 250 ტონა საკვების დარიგება იწყება!

ათენის მუნიციპალიტეტი დღეს მოსახლეობისთვის საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტების დარიგებას იწყებს. 250 ტონა საკვები და 70 ტონა სხვა ნივთები გათვლილია 39, 642 ბენეფიციარზე.

აღნიშნული პროგრამა 6 კვირის მანძილზე გაგრძელდება და საბოლოოდ 22 იანვარს დასრულდება. 

19, 812 ოჯახი მიიღებს სატელეფონო შეტყობინებას, თუ სად უნდა მივიდნენ, რათა კუთვნილი პროდუქტები სალხში წაიღონ.

საკვებში, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება შედის საბაზისო პროდუქტები: კარტოფილი, ბრინჯი, ლობიო, ზეითუნის ზეთი და ა.შ.

ათენის მუნიციპალიტეტი ცდილობს გამოყოს რამდენიმე რეგიონი, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. მთავრობის მიზანია სადღესასწაულო პერიოდს ათასობით ოჯახი დანაკლისის გარეშე შეხვდეს. 

პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან ოჯახები, რომლებშიც ერთი წევრის შემოსავალი წელიწადში 2, 400 ევროზე ნაკლებია. 

onalem

ტესტ