fbpx
საზოგადოება

“20 წელია ვიცი, ლიგნადისის ქმედებების შესახებ” – პინელოპი ანასტასოპულუ

პინელოპი ანასტასოპულომ, რომელიც ერთ-ერთია იმ სახიობთაგან, რომლებმაც კოლეგების წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროვების ბრალდებით, საჩივრები შეიტანეს, მედიასთან განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც დიმიტრის ლიგნადისის პედოფილობის შესახებ იცის.

“მეტი აღარ შეიძლება. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ და უნდა დავასრულოთ კიდეც. მე დიმიტრის ლიგნადისის შესახებ 20 წელია, რაც ვიცი. როგორ შეიძლება ვინმემ რაიმე თქვას, თუკი თავად არ გადახდა იგივე?! მე ვცდილობდი წლების მანძილზე იმას, რომ ამ ბავშვებს ხმა ამოეღოთ. ყველას აქვს კითხვა: “რატომ არაფერი თქვეს?” მაგრამ იფიქრეთ, რომ საუბარია არასრულწლოვნებზე. როდესაც გაქვს შესაძლებლობა, რომ წამოიწყო შენი საქმე, შიში წარმოუდგენლად დიდია ამ ადამიანების წინაშე. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ დღეს მე აქ ვმდგარიყავი.”

onalem

ტესტ