fbpx
საზოგადოება

ომონია და სინდაღმა – კორონავირუსმა ორი ცენტრალური მეტროსადგურიც კი დააცარიელა

როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცემულ მითითებებს და ცდილობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავი აარიდოს. ხალხი შემცირებულია მეტროში, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში.

ვრცელდება კადრები სადგურებიდან, სადაც, ფაქტობრივად, არავინ არის, პიკის საათებშიც კი.

“მოხუცების და არა მარტო მოხუცების მოძრაობა საგრძნობლად არის შემცირებული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები და ხალხის უმეტესობა სახლშია, რათა შვილებს მიხედონ და თავიც დაიცვან.” 

მგზავრების ნაკადები შემცირებულია ისეთ ცენტრალურ სადგურებშიც კი, როგორებიცაა ომონია და სინდაღმა. გასულ კვირებთან შედარებით, ხალხი ნაკლებად მოძრაობს და ვინც მოძრაობს, ნიღბებით არიან შეიარაღებულები.

“აქამდე თუ ბილეთების ასაღებად რიგი იყო, ახლა ეს აღარ არსებობს,” ამბობს სადგურის თანამშრომელი.

onalem

ტესტ