fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსი და საჯარო ტრანსპორტი – წყვეტს თუ არა მუშაობას ათენის მეტრო, ტროლეიბუსები და ავტობუსები?!

კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ათენის საჯარო ტრანსპორტში შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა. გაჩნდა კითხვა, წყვეტს თუ არა მეტრო, ტროლეიბუსი და ავტობუსი მუშაობას, გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხეში არიან თავად მძღოლებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, ათენში ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, პარალელურად კი, ყოველ საღამოს, მუშაობის დასრულების შემდეგ, ტარდება დეზინფექცია სპეციალური საშუალებებით, რაც შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაიყვანს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას.

მოსახლეობას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ პანიკისგან, მაგრამ პარალელურად იყვნენ ინფორმირებულები და მიჰყვნენ მთავრობის მიერ გაცემულ მითითებებს: გაატარონ სახლში მეტი დრო და დაიცვან პირადი ჰიგიენა!

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრანსპორტის სამინისტრო, თუმცა, ამ ეტაპზე მეტრო, ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ინარჩუნებენ.

ცვლილებების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ