fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალი ქმარს განქორწინებით ემუქრება, რადგან თავიანთი 13 წლის შვილი აცრა

საბერძნეთში პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით უჩვეულო შემთხვევები არ სრულდება. რამდენიმე დღის წინ პერისტერში მამაკაცმა მეუღლე სცემა, რადგან თავად ვირუსი დაუდასტურდა და ქალი სახლიდან გასვლას სთხოვდა, რათა ოჯახის სხვა წევრებიც არ დაეინფიცირებინა.

ამჯერად ოჯახური პრობლემები ვაქცინაციის თემამ სერესში წარმოქმნა, სადაც ქალბატონი მეუღლეს განქორწინებით ემუქრება, თუ თავიანთ მეორე შვილსაც, პირველის მსგავსად აცრის.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მამაკაცმა 13 წლის ბიჭი ვაქცინაციისთვის მიიყვანა, ხოლო როცა მისმა მეუღლემ ამის შესახებ გაიგო, მაშინვე ადვოკატს დაუკავშირდა და ოფიციალური წერილი გააგზავნინა, რომელშიც განქორწინებით ემუქრება. მისი თქმით, აქვს შიში, რომ მამაკაცი თავის მეორე ვაჟსაც აცრის.

რაც შეეხება პერისტერში მომხდარ ამბავს, ქალმა ოფიცრებს უთხრა, რომ ძალიან შეეშინდა თვითონ და ბავშვიც არ დაინფიცირებულიყვნენ და ქმარს ამიტომ სთხოვა, სახლიდან წასულიყო. სწორედ ამის შემდეგ დაუწყო მამაკაცმა ცემა და იძულებული გახდა პოლიციისთვის ეთხოვა დახმარება.

onalem

ტესტ