fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან: ტემპერატურის ვარდნა და წვიმა საბერძნეთში – იხილეთ პროგნოზი

ხვალიდან, 7 მარტიდან, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები აღმოსავლეთით წვიმას გვპირდებიან, ღრუბლიანობა იქნება ატიკის რეგიონშიც.

კერძოდ, ნალექი, წვიმის სახით, მოსალოდნელია თრაკიში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, აღმოსავლეთ სტერეასა და პელოპონისოში. ასევე, კრეტას ჩრდილოეთ ნაწილში.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა, თესალიაში 6-დან 13 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ეპირუსში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, პელოპონისოში 19 გრადუსამდე. კიკლადესის კუნძულებზე ნავარაუდევია 8-დან 15 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებზე კი 18 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია ღრუბლიანობა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ათენის ცენტრში 9-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში შესაძლოა იწვიმოს დილის საათებში, ქალაქის ცენტრში ჰაერი 5-დან 10 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ