fbpx
საბერძნეთი

“მივდივართ პანდემიის ბოლოსკენ, გახსნა მხოლოდ მკაცრი ზომებით” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პნევმოლოგიის პროფესორმა, თეოდოროს ვასილაკოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას დიდი ოპტიმიზმი გამოხატა, პანდემიის მსვლელობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დასასრულთან.

“ხვალ და ზეგ ჩვენ უკვე გვექნება ობიექტური სურათი, თუ როგორ ვითარდება პანდემია. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ ფენომენ მიდიას მიერ გამოწვეულ შედეგებს იმ მხრივ, რომ უამინდობამ საგრძნობლად შეზღუდა გადაადგილება. უკვე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაღაც დაწესებულებების გახსნა. თუნდაც, ეს იყოს ერთი კვირის შემდეგ, აუცილებლად გავიხსნებით. ძალიან ახლოს ვართ დასასრულთან.

ვფიქრობ, რომ ეკონომიკას გაცილებით უსწრებს წინ განათლების პრიორიტეტი. თუმცა, არსებობს წინააღმდეგობა, თუ რა გაიხსნება პირველ ეტაპზე. უნდა მოხდეს ისე, რომ გამოირიცხოს ხალხმრავლობა. მაგალითად ქალაქში, რომელშიც 2.500-მდე კაცი ცხოვრობს, არ შეიძლება ერთი მაღაზიის რიგში ათობით ადამიანი იდგეს.

გახსნა მოხდება მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, თითოეულ რეგიონში. შესაძლოა ინფიცირების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნოემბერში ერთ დღეში 100 გარდაცვლილი გვყავდა, ხოლო დღეს ეს რიცხვი ოთხჯერ არის შემცირებული. ანუ გაცილებით კარგად ვართ,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ