fbpx
საზოგადოება

განგაში თესალონიკში 10 წლის გოგონას გაუჩინარების გამო: “უცხო ქალი წამოეწია და მასთან ერთად წავიდა”

თესალონიკში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 10 წლის გოგონას, მარკელა ვერამის ეძებენ. ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” საქმეში უკვე ჩართულია და როგორც ირკვევა, ბავშვი გუშინ, სკოლის დასრულების შემდეგ გაუჩინარდა. ანუ სახლში საერთოდ არ დაბრუნდა.

მედიასთან გოგონას დედა საუბრობს და ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ ის პატარა დეტალი იცის, რაც გოგონას თანაკლასელმა უთხრა. როგორც მარკელას თანაკლასელი ამბობს, როდესაც გაკვეთილები დაასრულეს, ბავშვს უცნობი ქალი მიუახლოვდა და სახელით მიმართა, შემდეგ უკვე გაურკვეველი მიმართულებით მარკელა მასთან ერთად წავიდა.

გოგონას აქვს ყავისფერი თმა და თვალები, არის 1.50 მეტრის სიმაღლის, 46 კგ. გაუჩინარების დროს ეცვა შავი შარვალი, ყავისფერი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ფეხსაცმელი და ცისფერი სკოლის ჩანთა, ყვავილებით.

გოგონას დედა საზოგადოებას სთხოვს, თუ ვინმემ რაიმე იცის ბავშვის შესახებ ან დაუნახავთ სადმე, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე 116000 ან პოლიციაში.

onalem

ტესტ