fbpx
საზოგადოება

თამთა: “რაც საბერძნეთში ვცხოვრობ, რასიზმი არასოდეს მიგრძვნია”

თამთამ ბერძნულ გაზეთ  proto thema-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა რასიზმის თემას ეხებოდა, მისი პასუხი კი ასეთია:

ჩემთვის ზედმეტი არსოდეს არავის უთქვამს. არასოდეს მიგრძვნია რასიზმი იმის გამო, რომ ქართველი ვარ. არც ვინმეზე ნაკლებ ადამიანად მიგრძვნია თავი იმის გამო, რომ სხვა ქვეყნიდან ვარ. ჩემი ერთადერთი და დიდი პრობლემა კარიერის დასაწყისში ბერძული ენის არ ცოდნა იყო.

– თამთა, ჩვენ ვიცით შენი ისტორია და ის, თუ როგორი განსხვავებული ცხოვრება გქონდა მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდი. შეგტკივა გული იმ ემიგრანტებზე, რომელთაც აქ ხედავ?

რა თქმა უნდა, სხვანაირად არც არასდროს იქნებოდა. მე გამიმართლა, რადგან საბერძნეთში თვითმფრინავით ჩამოვედი. მახსოვს, როცა თბილისში, საბერძნეთის საელჩოდან გამოვედი და ვიზა მქონდა, ყველა მეკითხებოდა: “თამთა, ვიზა აიღე?!

უმეტესობამ საბერძნეთის ვიზა ვერ აიღო და ავტობუსების მეშვეობით, ყუთებში დამალულები ჩამოვიდნენ, ჰაერის გარეშე. გული ძალიან მტკივა, მაგრამ ვცდილობ, ამ თემას საჯაროდ არ შევეხო, ვინაიდან ცნობილი ადამიანის აზრს პოლიტიკასა თუ სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, მეტნაკლებად რთულად იგებენ, იმის გამო, რომ მომღერლები ან მსახიობები ვართ.

onalem

ტესტ