fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ალბანელმა გოგომ საუკეთესო მეგობრის დედას 12.000 ევრო მოპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხანიაში, კერძოდ, კისამოს ტერიტორიაზე მოხდა. 45 წლის ქალმა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ჯამში 12.000 ევროზე მეტი დაკარგა და პოლიციას მიმართა, რათა გაეგო, სად გაქრა მისი თანხა.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ დამნაშავე 20 წლის გოგო იყო, მისივე შვილის საუკეთესო მეგობარი. ქალს 2 ქალიშვილი ჰყავს, 10 და 16 წლის. დამნაშავე განზრახ დაუმეგობრდა მის უფრო გოგონას და თვეების მანძილზე მათ სახლში დადიოდა.

ირკვევა, რომ  ალბანელმა გოგომ თავისი თანამემამულეების ბანკის ანგარიშდან ჯამში 12.176 ევრო მოიპარა, მან 31 ტრანზაქცია მოახდინა, 28-ჯერ გაიტანა თანხა ბანკომატიდან, ხოლო 3-ჯერ სხვადასხვა ნივთები შეიძინა. ეს ყველაფერი 23 ივლისიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ხდებოდა.

საბოლოოდ, ქალს პოლიციამ შეატყობინა, რომ ქურდი მისივე შვილის საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც  აიძულებდა, რომ დედის ბარათი მისთვის მიეცა ხოლმე.

 

onalem

ტესტ