fbpx
საბერძნეთი

აუცრელი ექიმი აგვისტოს შემდეგ მუდმივად ავადმყოფობის შვებულებას იღებს, რომ ხელფასი დაერიცხოს

იმ დროს, როცა საბერძნეთის საავადმყოფოებში ადამიანების გადასარჩენად ბრძოლა მიმდინარეობს, არსებობენ ექიმები, რომლებიც ამ ყველაფერში არათუ მონაწილეობას არ იღებენ, არამედ ეძებენ გზებს, სახელმწიფოს მოსატყუებლად.

ირკვევა, რომ პატრაში ერთ-ერთი დიდი საავადმყოფოს ექიმი, რომელსაც საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიცია უკავია, სამსახურს არ ტოვებს იმის ფონზე, რომ არ არის ვაქცინირებული. უკვე მესამე თვეა საბერძნეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც სამუშაო პოზიციები დატოვეს მედიცინის აუცრელმა მუშაკებმა.

ახაიას ექიმთა გაერთიანებამ უზენაეს სასამართლოში შეიტანა საჩივარი კონკრეტული ექიმის წინააღმდეგ და ითხოვენ, მოხდეს გამოძიება, ვინაიდან მან აგვისტოს თვიდან უკვე მესამედ აიღო ავადმყოფობის შვებულება და დიდი ალბათობით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი ჩვეულ რეჟიმში დაერიცხოს. ის ცდილობს სამსახურიდან აუცრელობის გამო არ წავიდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ხელფასი არ გადაეხდება.

საჩივარში აღნიშნულია, რომ ექიმმა პირველი შვებულება, “ავადმყოფობის” მიზეზით 1 სექტემბრამდე აიღო, ანუ იმ თარიღამდე, ვიდრე აუცრელებისთვის მუშაობის აკრძალვა ძალაში შევიდოდა, შესაბამისად, მას ეს გადაწყვეტილება არ შეეხო.

onalem

ტესტ