fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გაიცანით კუნძული, რომლის ყველა მაცხოვრებელი “ბრმაა”

თავდაპირველად სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ იონიის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულის ყველა მაცხოვრებელი ბრმა იყო და ეს ყველაფერი კუნძულზე წლების წინ გავრცელებულ ეპიდემიას მიაწერეს. ამასთანავე, თითოეულ ბრმა ადამიანს ჰქონდა თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი დაბადებიდანვე ბრმები იყვნენ და სინათლე არასოდეს ენახათ.

კუნძულის მოსახლეობის ასეთი მასობრივი დაბრმავების საკითხით საბერძნეთის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის სამინისტრო დაინტერესდა და მათ მიზეზის გარკვევა სცადეს, შეამოწმეს ჯანმრთელობის ისტორიები და დოკუმენტები. შედეგები საოცარი იყო.

მათ სიბრმავის დამადასტურეელი საბუთები არჩევნების წინ ჰქონდათ აღებული. თითოეული ბრმა ადამიანი ხელისუფლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა თავისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო. სამინისტროებს არ გასჭირვებიათ დაედგინათ, თუ ვინ იყო ნამდვილად ბრმა და ვინ თვითმარქვია.

აღმოჩნდა, რომ კუნძულზე მაცხოვრებელი 35, 000 ადამიანიდან მხოლოდ 2% ანუ 700 ადამიანი იყო რეალურად უსინათლო, ხოლო დანარჩენები “სიბრმავეს” თანხის მისაღებად იყენებდნენ.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისინი, ვინც იტყუებოდნენ, დაკარგავდნენ თავიანთ საბუთებს და გადაიხდიდნენ გარკვეული რაოდენობის ჯარიმას.

პრობლემა რაში იყო? ყველას ქონდა აღებული აღნიშნული დამადასტურებელი საბუთი მხოლოდ ერთი კომიტეტის მიერ, რომელიც ყოველი არჩევნების წინ ინიშნებოდა აღნიშნულ კუნძულზე.

უბრალოდ რომ აგიხსნათ, წინა მთავრობა ნიშნავდა აღნიშნულ კომიტეტს რათა ეს დოკუმენტები გაეცათ იმ ადამიანებზე ვინც მათ პოლიტიკურ პარტიას მხარს დაუჭერდა 🙂 

onalem

ტესტ