fbpx
კრიმინალი

ციხიდან ომონიაზე: როგორ დააკავეს გაქცეული პატიმარი მენანდრუს ქუჩაზე

ტელეკომპანია Alpha ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, როგორ აიყვანეს 23 წლის ალბანელი პატიმარი ომონიაზე, კერძოდ მენანდრუს ქუჩაზე, სწორედ იქ, სადაც ამანათებისა და ფულადი გზავნილების უამრავი ოფისია განლაგებული. მამაკაცი ავლონას ციხიდან იყო გაქცეული და 16 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვიდეოზე ასახულია, როგორ ესხმის თავს ბერძენი პოლიციელი მაშინ, როდესაც არ ელოდება და როგორ აბრუნებენ მას იქ, საიდანაც გაიქცა. ეს ყველაფერი კი ომონიის ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად გაიქცა 21 წლის სირიელი მამაკაციც, რომელსაც 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა, ის რამდენიმე საათში აიყვანეს.

23 წლის ალბანელი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით არის დაკავებული.

onalem

ტესტ