fbpx
კრიმინალი

ერთი ნაბიჯი ქალის დაკავებამდე, რომელმაც იოანა პაპასპირუს სახის 93% დაუწვა – გამოძიებამ წინ წაიწია

ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ შეძლო იოანა პაპასპირუს საქმეზე კონკრეტული ეჭვმიტანილის გამოკვეთა და ახლა ოფიცრებს მხოლოდ ოფიციალური მტკიცებულებების მოპოვება სჭირდებათ, რათა დააკავონ ქალი, რომელმაც 34 წლის პაპასპირუს მჟავა შესახა. ექიმების ბოლო ინფორმაციით, იოანას სახის 93% აქვს დამწვარი და სარკეში ჩახედვაზე უარს აცხადებს.

თავდაპირველად პოლიციას მიზანში ჰყავდა 5 ქალი, რომელსაც მსგავსი დანაშაული შეეძლო ჩაედინა, თუმცა, უამრავი ჩვენების საფუძველზე საბოლოოდ მივიდნენ ერთ-ერთ მათგანამდე, რომელსაც ჰქონდა სერიოზული მოტივი, რომ პაპასპირუსთვის ცხოვრება გაემწარებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ის მისი უახლოესი წრიდან არის, მოტივი კი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, ტელეკომპანია Mega-ზე ვიხილეთ ერთგვარი გამოსახულება, თუ დაახლოებით, როგორ გამოიყურება თავდამსხმელი და როგორ მოხდა ინციდენტი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ