fbpx
კრიმინალი

სამუდამო პატიმრობა 52 წლის ალბანელს, რომელმაც საბერძნეთში საკუთარი შვილი მოკლა და სახლის ეზოში დამარხა

2019 წლის 2 იანვარს 28 წლის ალბანელი გოგონა კუნძულ კერკირაზე, საკუთარი სახლის ეზოში დამარხული იპოვეს. დანაშაულმა, რომელიც მისმა საკუთარმა მამამ ჩაიდინა, მთელი საბერძნეთი შეძრა. მამაკაცი მალევე დააპატიმრეს და მთელი ამ ხნის მანძილზე ის განაჩენს ელოდა.

ბერძნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 52 წლის ალბანელ მამაკაცს, საკუთარი 28 წლის გოგონას მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ასევე დაეკისრა 1.000 ევროიანი ჯარიმა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ალბანელმა მკვლელობა იმის გამო ჩაიდინა, რომ მის შვილს ავღანელ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და ამ ყველაფერს ვერ ეგუებოდა. ის მუდმივად ხელს უშლიდა მათ ერთად ყოფნას და საბოლოოდ ამ თემაზე ერთ-ერთი კამათისას, გოგონა მოკლა, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა.

პოლიციაში მისი გაუჩინარების შესახებ სწორედ ავღანელმა მამაკაცმა განაცხადა, როდესაც გოგონა კონტაქტზე აღარ გამოდიოდა და პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასტიკ დანაშაულს ფარდა აეხადა.

როგორც ცნობილია, 52 წლის დაკავებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრა.

 

onalem

ტესტ