fbpx
პოლიტიკა

“ყველაფერი, რაც გაიხსნება, შეიძლება ისევ დაიკეტოს” – სტელიოს პეცას საგანგებო განცხადება

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ და ზომების მოხსნის მიუხედავად, კვლავ დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ.

“ზომების მოხსნის ეტაპები არც კი შედარდება აკრძალვების დაწესების ეტაპს, სირთულის მხრივ. ჩვენი მიზანია, რომ საბერძნეთი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, რამდენიმე ფაზის გავლის შემდეგ.

უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რაც 4 მაისს გაიხსნება, შეიძლება ისევ დაიკეტოს. იმისთვის, რომ უკან არ დავბრუნდეთ, საჭიროა, შევინარჩუნოთ დისციპლინა. იქნება შემოწმებები, ხალხით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ჯარიმები იქნება დიდი. თავდაპირველად გავცემთ რეკომენდაციებს, ხოლო შემდეგ მათი გაუთვალისწინებლობა დაჯარიმდება.

თუ კაფეებისა და ტავერნების მეპატრონეები მაგიდებს ერთმანეთისგან არ დააშორებენ და არ დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს, ისინიც დაჯარიმდებიან,” განაცხადა პეცასმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან გარეთ გასვლა დასაშვები იქნება SMS და ცნობის გარეშე, მოსახლეობის უსაფრთხოება კი მაქსიმალურად იქნება დამოკიდებული თავად მათ პირად პასუხისმგებლობაზე, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის მკაცრი ნორმები.

 

onalem

ტესტ