fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“გადაუხადეთ მეტი თანამშრომლებს და შეინარჩუნებთ მათ. მარტივია!” – მიცოტაკი კერძო სექტორს მიმართავს

კირიაკოს მიცოტაკიმ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით განაცხადა, რომ კარგად იცის, რა ხდება კერძო სექტორში, მუშაობის თვალსაზრისით და მოუწოდა დამსაქმებლებს, რომ თანამშრომლებს მეტი ხელფასი გადაუხადონ.

“ჩემთვის ცნობილია, რაც ხდება კერძო სექტორში და რომ არსებობს მუშახელის დეფიციტი. ჩემი რჩევა მარტივია: გადაუხადეთ მეტი თანამშრომლებს და იპოვით და შეინარჩუნებთ კიდეც მათ.

ჩვენი პრიორიტეტი არ არის ის, რომ თანამოქალაქეებს შევთავაზოთ სამსახურები, არამედ შევთავაზოთ ისეთი სამსახურები, რომლებიც იქნება სტაბილური და უკეთეს ხელფასს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ეს მომდევნო ოთხი წლის ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება.

საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება და ეს დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გაუმჯობესებასთან. რაც უფრო კონკრენტუნარიანი გახდება ჩვენი ეკონომიკა, უფრო მეტ სიმდიდრეს აწარმოებს და შესაბამისად, ბაზარი თავად მოითხოვს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდასაც.

მუშახელის დეფიციტი სერიოზული საკითხია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, ამ მიზეზით ვაგრძელებთ გარკვეული ხელშეკრულებების დადებას, კულტურულად და გოეგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნებთან, როგორიცაა მაგალითად ეგვიპტე, რომ მათ მოქალაქეებს შეეძლოთ 5 წლიანი ვიზით ჩამოსვლა და მუშაობა. ისინი უნდა ჩამოვიდნენ, რომ დააკმაყოფილონ საბერძნეთში არსებული საჭიროებები.”

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მინიმალური ხელფასები 1-ლი აპრილიდან გაიზრდება, 1 თვით ადრე, ვიდრე გასულ წელს.

onalem

ტესტ