fbpx
კრიმინალი

19 წლის დამლაგებელმა გოგომ ქალს სახლიდან სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები მოპარა

საბერძნეთის პოლიციამ 19 წლის გოგო, თავის 21 წლის პარტნიორ მამაკაცთან ერთად უკვე დააპატიმრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ვოლოსში მოხდა. 66 წლის ქალმა სახლში დამლაგებლად 19 წლის გოგონა მიიღო, რომელმაც მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში დაიწყო სამკაულების და ყველანაირი ძვირფასი ნივთის გატანა, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა.

როცა 66 წლის ქალმა შენიშნა, რომ სახლიდან დაახლოებით 1.000 ევროს ღირებულების სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები ქრებოდა, მაშინვე პოლიციას შეატყობინა.

ცხადია, პირველი ეჭვმიტანილი 19 წლის დამლაგებელი იყო და როგორც გაირკვა, მას ნაქურდალი თავის პარტნიორ მამაკაცთან მიჰქონდა, რომელსაც ყიდვა-გაყიდვის მაღაზია ჰქონდა და სამკაულები და ნახატები სწორედ იქ განათავსეს.

თითოეული მოპარული ნივთი 66 წლის ქალს დაუბრუნდა.

19 წლის გოგოს ბრალად ძარცვა, ხოლო 21 წლის მამაკაცს დანაშაულის თანამონაწილეობა და ხელშეწყობა ედება. მათი ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ