fbpx
კრიმინალი

“ვიცოდით, რომ მოკვდებოდა, მოპარული ბეჭდები 39 ევროდ გავყიდეთ” – რას ჰყვება 80 წლის მოხუცის სახლში შეჭრილი მძარცველი

პოლიციის მიერ გასაჯაროვდა ჩვენება, რომელიც პირეაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეებმა გამომძიებლებს მისცეს. როგორც უკვე ცნობილია, 44 წლის მამაკაცსა და 39 წლის ქალს 80 წლის მოხუცი შემოაკვდათ, როდესაც მის სახლში ძარცვის მიზნით შეცვივდნენ. ასევე დაკავებულია 40 წლის მამაკაციც, რომელიც 80 წლის ქალის მეზობელი იყო და მათ მისი სახლი მიასწავლა.

“ბებო ჩუმად არ იჯდა. გიჟივით იყო. ვცემდით, რათა ეთქვა, თუ სად მალავდა ფულს. სკოჩი გვქონდა და ხელ-ფეხი შევუკარით. ვიცოდით, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ მოკვდებოდა. ორი მოპარული ბეჭედი კი მოგვიანებით 39 ევროდ გავყიდეთ,” ამბობს ერთ-ერთი დამნაშავე.

ოფიცრების თქმით, ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 44 წლის ბრალდებული ისტორიას ცინიზმით ჰყვება.

onalem

ტესტ