fbpx
საზოგადოება

თვითმფრინავი გაფრინდა, მაგრამ პილოტმა სასწრაფოდ უკან დაშვება ითხოვა

თესალონიკის აეროპორტში საგანგაშო მდგომარეობა დღეს დილის საათებში შეიქმნა. თვითმფრინავი “მაკედონიის” აეროპორტიდან გაფრინდა, თუმცა, პილოტმა რამდენიმე ხანში უკან დაბრუნების ნებართვა ითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო რეისი თესალონიკი-კიევი.

მას შემდეგ, რაც პილოტმა დაშვების ნებართვა მიიღო, აეროპორტში მობილიზდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა თვითმფრინავი პრობლემის გარეშე დაჯდა.

როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობა იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკიპაჟმა ტექნიკური პრობლემის გამო მიიღო, რადგან იმ პირობებში რეისის გაგრძელება დიდ რისკს წარმოადგენდა.

onalem

ტესტ