fbpx
ეკონომიკა

სამსახურები ქართველებისთვის საკრუიზო გემებზე – ხელფასი 800 ევროდან

კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

“პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და ჰაუსკიპერის პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს კვიპროსში მყოფი ქართველებისთვის.

კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე კომპანია CSM-ის წარმომადგენლებთან გასაუბრებას გაივლიან.

შერჩეული 20 გოგონასთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური მომზადებისა და გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის უფასო კურსებს.

CSM – მსოფლიო კლასის გემების მენეჯერი და საზღვაო მომსახურების კომპანიაა. ის 40 წლის წინ კვიპროსზე დაფუძნდა.

 

onalem

ტესტ