fbpx
საზოგადოება

“მამაკაცმა, რომელმაც გუშინ “ტრენოთი” იმგზავრა, გადამდები ინფექციური დაავადება აქვს” – განგაში ვოლოსის საავადმყოფოში

ვოლოსის საავადმყოფოს ექიმები დაჟინებით ითხოვენ თითოეული მგზავრის შემოწმებას, რომელმაც კონკრეტულ დროს გუშინ ლარისადან ელექტრო მატარებლით (ტრენო) იმგზავრა. მიზეზი კი ის არის, რომ ავღანელ მამაკაცს ინფექციური დაავადება, ტუბერკულოზი აქვს, რომელიც ჰაერის საშუალებით თავისუფლად გადაედებოდა ნებისმიერ მის გვერდით მდგომს. მამაკაცი ამ დროისთვის კარანტინშია მოთავსებული.

ახალგაზრდა საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით და მაღალი სიცხით მოათავსეს. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან ჰქონდათ და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ტუბერკულოზის დიაგნოზი დასვეს.

ავღანელმა მამაკაცმა გუშინ საავადმყოფოს პერსონალს უთხრა, რომ ვოლოსში ლარისადან ელექტრო მატარებლის საშუალებით ჩავიდა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ განგაში გამოაცხადა და როგორც ცნობილია, რისკის ქვეშ არის ყველა მგზავრი, რომელიც ვაგონში მის გვერდით მგზავრობდა. თუმცა, აღნიშნულის გადამოწმება ურთულესი პროცესი იქნება.

“ჩვენ არ ვიცით, კიდევ სად შეიძლება იყოს რისკი, მაგრამ ეს დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატარებელი ამ შემთხვევაში საკმაოდ სახიფათოა, რადგან დახურული სივრცეა. ეს ინფორმაცია გვაქვს და ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ ხალხს, რომელმაც შესაძლოა მასთან ერთად იმგზავრა,” აცხადებს ექიმი.

 

onalem

ტესტ