fbpx
კრიმინალი

ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ბერძენი და უცხოეთის 6 მოქალაქე

ალექსანდრუპოლის პოლიციამ საბერძნეთის 4, ხოლო უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. ისინი 2016 წლიდან უკანონოდ აშვილებდნენ ბავშვებს და ამაში დიდ თანხას იღებდნენ. ბავშვები ბულგარელი ქალების შვილები იყვნენ, რომლებიც სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოჰყავდათ საბერძნეთში.

პოლიციის მიერ ჩატარდა სპეციალური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს რამდენიმე სახლი. ამოღებულია 950 ევრო, მარიხუანა, მანქანა, სანომრე ნიშნით, რომლის ძარცვის შესახებაც ალექსანდრუპოლის პოლიციაში 2015 წელს განაცხადეს.

როგორც ცნობილია, მათ მინიმუმ სამი ახალშობილი გაყიდეს ბერძენ წყვილებზე. ოჯახებიდან აღებულ თანხებს ისინი იყოფდნენ, ნაწილს ბიოლოგიურ დედებს აძლევდნენ და მათ სამშობლოში დაბრუნებასაც უზრუნველყოფდნენ.

დაკავებულებიდან ორ ბერძენს ნარკოდანაშაულისთვისაც გაასამართლებენ. პოლიცია სხვა შემთხვევების გამოსავლენად მუშაობს.

onalem

ტესტ